Tuesday, October 7, 2014

Sunday, October 5, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო წარმოვარდგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები...

Tuesday, September 30, 2014

Sunday, September 28, 2014

მერვე დღის რეფლექსია

   დღეს ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო drive-ში და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე...

Sunday, September 21, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

 დღეს ტრენერმა გაგვაცნო Drive ვებ გვერდი, რომელიც ვფიქრობ დიდი წინსვლაა ტექნოლოგიაში და ადამიანის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის და გააიოლებს.
დღეს დრაივში ავტვირთე პრეზენტაცა და 480p-ით გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

Sunday, September 14, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

                                      მ ე ე ქ ვ ს ე დღის რეფლექსია

           მთელი ტრენინგი ძირითადად დაეთმო შეფასებების განხილვას. პირველ რიგში განვიხილეთ პროექტის შეფასება მისი ყველა ქვეპუნქტით, სადაც დაწვრილებით არის გადმოცემული შეფასების მიზნები, ტიპები და ა. შ. სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
          გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას, რომელიც არის თარგმნილი ქართულ ენაზე და ასევე გავიგეთ რომ არსებობს უფრო ვრცელი ინტელის ბიბლიოთეკა ინგლისურ ენაზე, რომელიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ.
         ბოლოს ვნახეთ რესურსი ,,საავტორო უფლებების ქაოსი" - პრეზენტაცია და გავმართეთ საინტერესო დისკუსიები მის გარშემო!

Sunday, September 7, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

                                             მეხუთე დღის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

              ისევ ვმუშაობდით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის ძირითადი შემადგენელი ნაწილების შევსებაზე, განსაკუთრებით კი თემის საფუძვლებზე ანუ ესგ-ის გამოყენებით შინაარსობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების მოძიებაზე და მასზე სწავლის შედეგების მისასადაგებაზე.
              აგრეთვე გავაკეთე მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში ანუ გავიხსენე მუშაობა საპრეზენტაციო პროგრამაში. საშინაო დავალებად დაგვევალა მოსწავლის პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაციის შეფასების და ბუკლეტის შეფასების რუბრიკების მომზადება.
და რათქმაუნდა რაც ყველაზე მთავარია სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.
           

Friday, September 5, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

                                      მეოთხე დღის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

         გავეცანი კომენტარების შპარგალკას, რის შედეგად ვფიქრობ გადავალ პირველ პირში წერაზე:)
        ასევე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.

Wednesday, September 3, 2014

მესამე დღის რეფლექსია

                                       მესამე დღის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

                მთლიანი ტრენინგი ძირითადად დაეთმო ურთიერთკომუნიკაციას.
                gmail-ის ფოსტაში ვიმუშავეთ და წერილები გავუგზავნეთ ტრენერს და ასევე ტრენინგის მონაწილეებს. ასევე გავხსენით ჩემი ბლოგი ინტელისათვის, გამოვაქვეყნეთ ორი დღის რეფლექსია და დავუკომენტარეთ ერთმანეთს.

Saturday, August 30, 2014

მეორე დღის რეფლექსია

                                                 მეორე დღის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
        მეორე დღეს გავეცანით პირველ მოდულს ,, პროექტებითსწავლება". შევქმენით ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეები.
        ასევე მივიღეთ ტრენერისაგან რამოდენიმე საშინაო დავალება.

პირველი დღის რეფლექსია

                          პირველი დღის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

               პირველ დღეს გავიცანით ტრენერი და გავიგეთ თუ რას ეხება ჩვენი ტრენინგი, რომ ის შექმნილია და დაფინანსებულია კორპორაცია ,,ინტელის" მიერ და ძირითადად ამ ტრენინგზე ყურადღება გამახვილებული იქნება სკოლაში პროექტებით სწავლებაზე და  გაკვეთილებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.